საგარანტიო ვადა: 2 წელი შეძენის თარიღიდან — შეკეთებაზე (მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ვადა).
ქარხნული წუნის შემთხვევაში: თუ ქარხნული წუნი აღმოჩენილია მიღება-ჩაბარებისას, პირველივე დათვალიერებისას, შეძენიდან 5 დღის განმავლობაში — საქონელი იცვლება ახლი ერთეულით. 2 წლის ვადა შემდგომ ეტაპზე აღმოჩენილი წუნისთვის შეკეთებას ეხება.
რას მოიცავს: მწარმოებლის წუნს/ნაკლს, რომელიც არსებობდა მიწოდების მომენტში და არ გამოწვეულა არასწორი ექსპლუატაციით. უსასყიდლო დიაგნოსტიკა — არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა; შეკეთება — არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა (სათადარიგო ნაწილის საჭიროებისას — არაუგვიანეს 30 სამუშაო დღისა).
საგარანტიო მომსახურება არ მოქმედებს, თუ:
როგორ მოვითხოვოთ სერვისი: მოგვწერეთ info@zenhof.ge-ზე ან დაგვირეკეთ 511 10 10 60-ზე (10:00–18:00) — მიუთითეთ ტალონის/შეკვეთის ნომერი და ნაკლის აღწერა, შესაძლებლობის შემთხვევაში დაურთეთ ფოტო/ვიდეო. საჭიროების შემთხვევაში ჩვენი წარმომადგენელი ადგილზე დაათვალიერებს საქონელს.
ეს პირობები არ ზღუდავს „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ თქვენს უფლებებს (სრული პირობები — გვერდის მეორე მხარეს).
თუ საქონელი ნაკლის მქონე აღმოჩნდა, მომხმარებელს უფლება აქვს, შპს „ზენა ჯგუფს“ მოსთხოვოს ნაკლის აღმოფხვრა (საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, ფასის შემცირება) ან გავიდეს ხელშეკრულებიდან.
საქონლის შეკეთება და შეცვლა მომხმარებლის პირველი რიგის უფლებებია. მომხმარებელს უფლება აქვს, შპს „ზენა ჯგუფს“ მოსთხოვოს საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს, საქონლის ბუნებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ან არათანაზომიერ ან შეუსაბამოდ დიდ ხარჯს მოითხოვს.
საქონელი შეკეთებული ან შეცვლილი უნდა იქნეს გონივრულ ვადაში (30 კალენდ. დღე), ისე, რომ მომხმარებელს არ შეექმნას მნიშვნელოვანი შეფერხება საქონლის ბუნებისა და იმ მიზნის გათვალისწინებით, რომლისთვისაც მან ეს საქონელი შეიძინა.
საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა გულისხმობს შპს „ზენა ჯგუფის“ მიერ ყველა ხარჯის (მათ შორის, ფოსტის, სამუშაო ძალისა და მასალების ხარჯების) გაწევას, რომლებიც საჭიროა საქონლის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.
მომხმარებელს უფლება აქვს, მოითხოვოს საქონლის ფასის შემცირება ან უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი პირობა:
ა) ზემოთ აღნიშნულის შესაბამისად საქონლის შეკეთება ან შეცვლა შეუძლებელია;
ბ) შპს „ზენა ჯგუფმა“ საქონელი გონივრულ ვადაში არ შეაკეთა ან არ შეცვალა და მომხმარებელმა ხელშეკრულების შესრულებისადმი ინტერესი დაკარგა;
გ) შპს „ზენა ჯგუფის“ მიერ საქონლის შეკეთება ან შეცვლა მომხმარებელს მნიშვნელოვან შეფერხებას შეუქმნის.
მომხმარებელს უფლება აქვს, ხელშეკრულებიდან გასვლის შემთხვევაში მოითხოვოს ხელშეკრულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მომხმარებელს არ აქვს უფლება, უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ საქონლის ნაკლი უმნიშვნელოა.
იმის განსაზღვრისას, თუ რამდენად არათანაზომიერია ან შეუსაბამოდ დიდია ხარჯი, გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი პირობები:
ა) საქონლის ან მომსახურების ფასი მისი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის შემთხვევაში;
ბ) საქონლის ან მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შეუსაბამობის ხარისხი;
გ) საქონლის ნაკლის მომხმარებლისთვის შეფერხების შექმნის გარეშე აღმოფხვრის ალტერნატიული შესაძლებლობა.
საქონელზე მოქმედებს როგორც კანონისმიერი, ასევე კომერციული გარანტია და მომხმარებელს უფლება აქვს, ისარგებლოს გარანტიით საგარანტიო პირობების შესაბამისად.
თუ მომხმარებელმა საქონლის ნაკლი საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის განმავლობაში აღმოაჩინა, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე იგულისხმება, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას, თუ, საქონლის ბუნებიდან ან ნაკლის ხასიათიდან გამომდინარე, ეს შესაძლებელია. ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი მოვაჭრეს ეკისრება. თუ მომხმარებელმა საქონლის ნაკლი საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, იმის მტკიცების ტვირთი, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას, მომხმარებელს ეკისრება. მომხმარებელს უფლება აქვს, ისარგებლოს „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონის მე-17 (მომხმარებლის უფლებები) და მე-19 მუხლებით (კომერციული გარანტია) გათვალისწინებული უფლებებით, თუ საქონლის ნაკლი საქონლის მისთვის გადაცემიდან 2 წლის განმავლობაში აღმოჩნდა. მოქმედება არ ვრცელდება მეორეული საქონლის ნასყიდობაზე. ასეთი საქონლის ნასყიდობისას ზემოთ განსაზღვრულ შემთხვევაში მოვაჭრის პასუხისმგებლობა მხარეთა შორის ინდივიდუალური შეთანხმების საგანია.